მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტექნო ბუმი": შიდა განვადება გარკვეული ტემპით მიდის, თუმცა არა ისე, რომ რიგი გვედგას

5d80c7c7f36aa
ლიკა გურაბანიძე
22.09.19 17:50
2163

ტექნიკის მაღაზიების ქსელმა „ტექნო ბუმმა“ შიდა განვადდებების სისტემა სექტემბრიდან აამოქმედა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, მას შიდა განვადების სისტემით საბანკო რეგულაციებით გამოწვეული პრობლემის მოგვარების მოლოდინი არ ჰქონია.

„აქტივობა რამდენადაც არის ბაზარზე, სწორედ ასე აისახება შიდა განვადებაზეც. მოლოდინი არ გვქონია, რომ შიდა განვადება იმ პრობლემას მოაგვარებდა, რაც საბანკო რეგულაციებით მივიღეთ. გარკვეული ტემპით მიდის, თუმცა არა ისე, რომ ამ მიმართულებით რიგი გვედგას. შიდა განვადება ამ ეტაპზე Hyundai-ს ბრენდის ტექნიკაზე გვაქვს.

შიდა განვადება ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია და ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივად მოთხოვნა უფრო გაიზრდება", - განაცხადა ქოქოლაძემ.

ცნობისთვის: 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული პასუხისმგებლანი აკრედიტების წესის თანახმად, ბანკებს პირის შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემის უფლება აღარ აქვთ. აღნიშნული რეგულაციის გამო სვხადასხვა ტექნიკის მაღაზიამ შიდა განვადებების სისტემა აამოქმედა.