2017-2018 წლების მონაცემების მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლების შემთხვევაში, ისეთი აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად წლის განმავლობაში საკლუბო და წრეების სამუშაოების წარმართვა, საშუალოდ, მხოლოდ 3%-ს აქვს შესრულებული. ამის შესახებ ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 2017-2019 წლების აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, სასწავლო პროცესში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ისტ) 2017 წელს შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლების მხოლოდ 2,2% იყენებდა. ამასთანავე, 2017-2018 წლებში სქემაში არსებული როგორც სავალდებულო, ისე დამატებითი აქტივობების 32%, მაღალი აქტივობით პრაქტიკოსი მასწავლებლების მხოლოდ 45%-ს აქვს შესრულებული, ხოლო 2019 წელს მზარდი ტენდენციის მიუხედავად, პრაქტიკოსი მასწავლებლების 50%-ზე მეტი ვერ ასრულებს როგორც სავალდებულო, ასევე დამატებითი აქტივობების 25%-ს.
„მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი კრედიტების დასაგროვებლად მასწავლებლებს გარდა სავალდებულო აქტივობებისა, დამატებითი აქტოვობების არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ, შეთავაზებული აქტივობების დიდი ნაწილი, მასწავლებლების მიერ შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს არ შეუსწავლია აქტივობების შესრულების შედეგები. 2017 წლიდან 2020 წლამდე უცვლელი იყო სქემით გათვალისწინებული აქტივობები, რომლებსაც მასწავლებლების უმრავლესობა მაღალი აქტივობით ვერ ასრულებდა, ხოლო 2020 წლიდან შეიცვალა კარიერული წინსვლის მექანიზმები და გაუქმდა უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის განკუთვნილი დამატებითი აქტივობების უმრავლესობა.
2017 წელს სქემაში გაუქმდა ჩანაწერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მასწავლებელს 3 წლის განმავლობაში უნდა დაეგროვებინა შესაბამისი კრედიტქულები სხვადასხვა პროფესიული აქტივობის ხარჯზე და გამხდარიყო უფროსი მასწავლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუწყდებოდა სტატუსი“, - წერია აუდიტში.
გარდა ამისა, აუდიტი აღნიშნავს, რომ 2019 წელს განხორციელებული ცვლილებით, ყველა იერარქიულ საფეხურზე მყოფ მასწავლებელს უვადოდ ენიჭება სტატუსი, რაც თავის მხრივ, მასწავლებლისთვის ნაკლები მოტივაციაა შემდგომი განვითარების მიზნით საკუთარი ინიციატივით განახორციელოს დამატებითი აქტივობები. აღნიშნულმა შესაძლოა შეაფერხოს მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროცესი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი