მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნოლოგიური განვითარების კუთხით ხელს ვუწყობთ სტარტაპებს - ზურაბ პოლოლიკაშვილი

5ebfe371299f3
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.20 14:30
1100
ტექნოლოგიური განვითარების კუთხით ხელს ვუწყობთ სტარტაპებს, - ამის შესახებ Forbes Talks-ში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისი როგორც გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ტექნოლოგიურ კომპანიებს განვითარებაში ეხმარება.

„დავამატეთ 2-3 მიმართულება... სამი წლის წინ, როგორც კი დავიწყე მუშაობა, ინოვაციური, ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტი შეიქმნა და ამ მიმართულებით ხელს ვუწყობთ სტარტაპებს, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, რათა განვითარდნენ და მოხდეს მათი ექსპორტი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენს წევრ 159 ქვეყანასთან გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ ქვეყანას გავუწიოთ ადეკვატური და ძალიან სწრაფი მომსახურება, რათა დავუკმაყოფილოთ ის საჭიროებები, რაც სექტორს გააჩნია და რაც სექტორს სჭირდება“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

 ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 159 ქვეყანა.