მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნოლოგიური სივრცე ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში - უპრეცენდენტო თანამშრომლობა KIU - სთან KIU ლექტორების ჩართულობით

6195fc44b879e
BM.GE
18.11.21 11:00
1138
პროგრამაში მე-11 და მე-12 კლასის 22 მოსწავლე მონაწილეობს. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს.

პირველი წელი განკუთვნილია მე-11 კლასელებისათვის, ხოლო მეორე - მე-12 კლასელებისათვის. მათემატიკის პროგრამა მოიცავს როგორც სააბიტურიენტო მოსამზადებელ საკითხებს, ისე დამატებით მასალას. სემესტრის ხანგრძლივობა შეადგენს 10 კვირას. მათემატიკის პროგრამაში ჩართვას შეძლებენ მე-11 კლასის მოსწავლეები, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში მე-12 კლასელებსაც ექნებათ მონაწილეობის მიღების საშუალება. ინფორმაციული ტექნოლოგიების კურსში ჩართვა კი, ორივე კლასის მოსწავლეებისთვისაა შესაძლებელი.

პროგრამა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) პროფესორების გიორგი ონიანისა და ია მოსაშვილის მიერ შემუშავდა. მონაწილეები ჭიათურიდან და ზესტაფონიდან კონკურსის გზით შეირჩნენ. ტესტირების შედეგად შეფასდა მოსწავლეთა ცოდნა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

სწავლა ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში მიმდინარეობს, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამუშაო ოთახებით, მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია ლეპტოპების სარგებლობაში გადაცემაც. ცენტრი, ასევე, უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებლიდან ცენტრამდე და პირიქით.

ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს, იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ახალგაზრდებში მათემატიკის, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (STEM დარგების) პოპულარიზაციას.

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში სწავლა უფასოა, პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც მუდმივად მოქმედებს კორპორატიული, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.