მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტერაბანკი“ სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს

61e67a3ca296c
BM.GE
18.01.22 12:44
947
სამომხმარებლო სესხები და საკრედიტო ბარათები განსაკუთრებული პირობებით — „ტერაბანკი“ ახალ აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ და ამ დროის განმავლობაში არც პროცენტი და არც ძირის თანხა არ გადაიხადონ. პირობების თანახმად, სესხის აღება შესაძლებელი იქნება ეფექტური 19,1%-დან.

ამას გარდა, მსესხებელი შეღავათიანი პირობებით „ტერაბანკის“ საკრედიტო ბარათსაც მიიღებს. კერძოდ, საკრედიტო ბარათი წლიური 29%-ის ნაცვლად, 22%-ში გაიცემა, საშეღავათო პერიოდში, ლიმიტის სრული დაფარვით ეფექტური 0.6%-დან, ლიმიტის მინიმალური შენატანით დაფარვისას კი ეფექტური 25.8%-დან იქნება. აღსანიშნია, რომ ბარათს იგი ნებისმიერ ტერმინალზე გაატარებს და თანხის დაბრუნების პროგრამით - Cashback-ითაც ისარგებლებს. აქცია ვრცელდება „ტერაბანკის“ როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებელზე.

„ჩვენი შეთავაზება იმ მომხმარებელს დააინტერესებთ, რომლებსაც სამომხმარებლო სესხის ან საკრედიტო ბარათის აღება პირადი მიზნისთვის, მცირე სესხების გასაერთიანებლად, ნივთების შესაძენად ან თუნდაც საახალწლო დანახარჯების შემდეგ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად სურთ. ვფიქრობთ, ეს აქცია მათთვის შეღავათიანი და ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება“, - აცხადებენ „ტერაბანკში“.

აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო სესხზე განაცხადის გაკეთება მსურველებს დისტანციურად, ონლაინგანაცხადის დახმარებით შეეძლებათ. „ტერაბანკის“ არსებულ კლიენტებს დადასტურების შემდეგ თანხა პირდაპირ ანგარიშზე დაერიცხებათ, ახალი მომხმარებელ კი პროდუქტის მოთხოვნას დისტანციურად შეძლებენ, ხოლო დამტკიცების შემთხვევაში, თანხის მისაღებად ფილიალში მხოლოდ ერთხელ მივლენ.

სამომხმარებლო სესხებისა და საკრედიტო ბარათების აქცია 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
(R)