მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტერაბანკის“ სტუდენტური სესხი - საუკეთესო შესაძლებლობა სწავლის დაფინანსებისთვის

6017d15a84c10
BM.GE
01.02.21 13:59
904
„ტერაბანკი“ გრძელვადიანი სტუდენტური სესხის შეთავაზებას აგრძელებს. როგორც bm.ge-ის ბანკიდან აცნობეს, საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შექმნილი პროდუქტი მსურველებს საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს, ფულადი რესურსის არქონის შემთხვევაში განათლება თავად დაიფინანსონ, სესხის დაფარვა სწავლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყონ, ეს პერიოდი კი მთლიანად დასაქმებისთვის გამოიყენონ.

„ტერაბანკის“ მიერ შეთავაზებული დაფინანსების მოდელის უპრეცედენტო პირობა საშეღავათო პერიოდია, რომელიც 60 თვემდე ვადით გრძელდება, სწავლის პერიოდთან ერთად დამატებით 12 თვეს მოიცავს და სტუდენტის მოთხოვნებს სრულად პასუხობს. ამას გარდა, პროდუქტით სარგებლობისთვის მსურველებს მშობლების თანამონაწილეობა არ სჭირდებათ და სესხის აღება დამოუკიდებლად შეუძლიათ.

სტუდენტური სესხის პროგრამა ათასწლეულის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და განკუთვნილია ქვეყანაში მოქმედი, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი და პროფესიულ-საგანმანათლებლო სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. დაფინანსების პროცესში პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობებს ენიჭება.

ტერაბანკი ერთ-ერთი პირველი საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოში სტუდენტის საჭიროებაზე მორგებული სესხის შეთავაზება დაიწყო. პროექტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, ბანკს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და სტუდენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ხელი შეუწყოს.

პროდუქტის შესახებ დეტალების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: http://terabank.ge/ge/studentloan 
(R)