მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Terminal-მა თბილისში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა

61a758db1382b
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.21 15:14
1354

საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ის მეექვსე ფილიალი Terminal Mozaika აღმაშენებლის გამზირზე უკვე გაიხსნა.

Terminal- ის ახალი ფილიალი ბიზნეს ცენტრის "მოზაიკას" თეატრალურ დარბაზში განთავსდა, რის გამოც ინტერიერის დიზიანის თემაც ძველი ქართული კინო და თეტრია. 

კონცეფცია და ფასები ახალ ფილიალშიც იგივე რჩება, ფიქსირებული სამუშაო ადგილებით, შეხვედრების ოთახებით, კაფეთი და მოსასვენებელი ზონებით სარგებლობა წევრებს ახალ სივრცეშიც შეეძლებათ.

,,ვცდილობთ არ გავჩერდეთ. ქოვორქინგ ინდუსტრია ახალია საქართველოში, თუმცა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს ბაზარი ძალიან მზარდია. Terminal-ს, როგორც ამ ინდუსტრიის შემომტანს საქართველოში, ამ სფეროში საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ მაქსიმალურად ზრდადი და მოქნილი კომპანია“, - აცხადებს Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი.

როგორც Terminal-ში ამბობენ, ახალი ფილიალის დამატება მსხვილი კომპანების მხრიდან გაზრდილმა ინტერესმა გამოიწვია.

ჯინო დოლინის თქმით, აქამდე თუ ფრილანსერები, სტარტაპები და მცირე ჯგუფები მოგვმართავდენენ, კოვიდ სიტუაციის გამო, ქოვორქინგით სარებლობა 50-100 წევრიანმა კომპანიებმაც დაიწყეს, რადგან პანდემიის პირობებში შემცირებული სტაფის გამო, დიდი ოფისების აუციულებლობა აღარ აქვთ.

"ვარდების ბაღის ფილიალმა გვაჩვენა, რომ მარცხენა სანაპიროზე საერთო სამუშაო სივრცეებზე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა, რის გამოც გადაწყდა კიდევ ერთი ფილიალის დამატება აღმაშენებლის გამზირზე. Terminal Mozaika საკმაოდ დიდი ფილიალი გამოვიდა, 120 ინდივიდუალრი ადგილით, 8 საკონფერენციო დარბაზით და ინდივიდუალური ოფისებით. ვფიქრობ, რომ 6 ფილიალით ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ“, - აცხადებს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჯინჭარაძე.



მიუხედავად იგივე კონცეფციისა და პირობებისა, Terminal Mozaika სხვა ფილიალებისგან მაინც განსხვავდება.

"რადგან ეს დარბაზი წლების განმავლობაში თეატრებსა და კონცერტებს მასპინძლობდა, მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა თეატრის ხასიათი. დავტოვეთ ულამაზესი ჭაღები და კედლის პანელები, რომელიც ძალიან ჰარმონიულად შეერწყა თანამედროვე საოფისე დიზაინს“, - ამბობს ინტერიერის დიზაინერი ევგენია გორდინსკაია. 

როგორც Terminal-ში ამბობენ, გაყიდვები უკვე დაიწყო. 10 დეკემბრამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და სატესტო დღით ისარგებლოს, რომ კარგად გაეცნოს ახალ გარემოს.

რეგიონში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ი 2016 წელს დაარსდა და თბილისის მასშტაბით უკვე 6 ფილიალით ოპერირებს. Terminal–ის კომუნა 4000-მდე წევრს აერთიანებს და მათი უმეტესობა სტარტაპები, ფრილანსერები, საერთაშორისო კომპანიები და მსვხილი ჯგუფები არიან.

Terminal-ის წევრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ინდივიდუალური ოფისებით, საერთო სამუშაო სივრცეში ერთდღიანი და თვიური საწევროებით, შეხვედრების და საკონფერენციო ოთახებით, 24 საათიანი მიმღებით, კაფე-ლაუნჯებით და ყველა იმ სერვისით, რაც პროდუქტიული მუშაობისთვის საჭიროა. 
(R)