მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თერმომეტრი, პირბადე, "ლორისტა" - იანვრის ყველაზე მოთხოვნადი სააფთიაქო პროდუქტები

61f58f336c3a6
თათია კაკიაშვილი
30.01.22 00:10
3406
სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში, რომელსაც თბილისის მასშტაბით ყველაზე ბევრი მომხმარებელი ჰყავს, იანვარში ტოპ-გაყიდვადი მედიკამენტების სია შეიცვალა.

განახლებული მონაცემებით, იანვრის სამი კვირის განმავლობაში სააფთიაქო ქსელ პსპ-ში მომხმარებელი ყველაზე ხშირად ყიდულობდა:

1. ლორისტას - 10,4 ლ;
2. კარდიომაგნილს - 14,4 ლ;
3. ნუროფენს - 12,85 ლ;
4. სიოფორს - 11,55 ლ;
5. ატორისს - 21,7 ლ;
6. ფიზიოტენზს - 18 ლ;
7. ვეროშპირონს - 8,3 ლ;
8. ნებილეტს - 25,35 ლ;
9. ნექსიუმს - 32 ლ;
10. ზილტს - 28,8 ლ.

სააფთიაქო ქსელ „ავერსში“ ახალი წლის დღესასწაულებიდან დღემდე ყველაზე გაყიდვადი იყო:

1. კარდიომაგნილი - 10,15 ლ;
2. სერეტიდი დისკუსი - 84,55 ლ;
3. ქსარელტო - 75 ლ;
4. დიაბეტონი - 15,69 ლ;
5. ტრიპლიქსამი - 45,7 ლ;
6. აუგმენტინი - 20,24 ლ;
7. ნიმესილი - 15,25 ლ;
8. ლორისტა - 7,38 ლ;
9. კორსიზი - 1,55 ლ;
10. ამრადიპინი - 31,65 ლ.

რაც შეეხება სააფთიაქო ქსელ „ჯიპისის“, აქ ყველაზე მოთხოვნადი სააფთიაქო პროდუქტებია:

1. თერმომეტრი - 3,8 ლ;
2. იმუნ მაქსი - 14,9 ლ;
3. კარდიომაგნილი - 14,8 ლ;
4. მიგ-400 – 8 ლ;
5. პირბადე - 0,2 ლ;
6. ნუროფენი - 12,85 ლ;
7. პარაცეტამოლი - 3,9 ლ;
8. სამედიცინო სპირტი - 3,5 ლ;
9. ცეფტრიაქსონი - 16,7 ლ;
10. ციტრამონი - 0,3 ლ.

ცნობისთვის, სამივე სააფთიაქო ქსელში ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ათეული ბოლო სამი კვირის განმავლობაში, აფთიაქების ყველაზე ხალხმრავალ ფილიალებში რეალიზებული მედიკამენტების მიხედვით შეირჩა.