მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თერმოსკრინინგი საკმარისი არ იქნება" – მინისტრი ტურისტების შემოსვლის პროცედურებზე

5ebd8f4bb739c
თამთა ჯიჯავაძე
14.05.20 22:32
2766
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უცხოელი ტურისტების საქართველოში შემოშვების დროს მოსალოდნელ პროცედურებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამის შესახებ განხილვები მიმდინარეობს.

ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვემყარებით იმ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად ინერგება. ჩვენ ვემხრობით, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ტურისტები იყვნენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც წარმოადგენენ ნაკლებად რისკის შემცველ ქვეყნებს, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვიაზრებთ, რომ იქნებიან სხვა ტურისტებიც და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც მუდამ მზადაა მიიღოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტი და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობები“, – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს რამდენიმე შესაძლებლობას შესთავაზებენ:

„იმ ჩამონათვალიდან, რომელთაც ჯანდაცვის ორგანიზაცია აქვეყნებს და ყველა ქვეყანა ვალდებულია მიაწოდოს სანდო ლაბორატორიების ჩამონათვალი.. ამ ლაბორატორიების მიერ ჩატარებულ ტესტებს ვაღიარებთ ჩვენ, ის არ უნდა იყოს 72 საათზე მეტის დაყოვნების. ეს არის ერთი შესაძლებლობა, როდესაც ტურისტი შემოვა საქართველოში. მხოლოდ თერმო სკრინინგი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება. ვინაიდან ჩვენ ვიცით რომ გლობალურად სიტუაცია არის ბევრად უფრო გართულებული. ვმსჯელობთ იმ შესაძლებლობებზე, თუ რომელ ლოკაციებზე გვექნება შესაძლებლობა გვქონდეს ლაბორატორიული მომსახურება პარალელურად და გარკვეული დაყოვნების შემთხვევაში, ტურისტმა ადგილზე მიიღოს ეს მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ მას ეს არ აქვს გაკეთებული საკუთარ ქვეყანაში“.

შეგახსენებთ, საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან დაიწყებს.