25.თებერვალი .2020 17:45

Tesco ჩინეთის ბაზარს ტოვებს

views 534
უკან

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული მაღაზიების ქსელი Tesco ჩინეთის ბაზარს ტოვებს. კომპანია წილს ადგილობრივ პარტნიორს China Resources Holdings 357 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული გარიგება 28 თებერვლისთვის შედგება.

Tesco აცხადებს, რომ კომპანია წილის გაყიდვიდან მიღებულ თანხებს ზოგადი კორპორატიული მიზნებისთვის გამოიყენებს და რაციონალურად გადაaნაწილებს სხვადასხვა ოპერაციებზე.

იაპონიისა და შეერთებულ შტატების ბაზრების დატოვების შემდეგ, Tesco-მ დეკემბერში სამხრეთ კორეა დატოვა; კომპანია ასევე გეგმავს, დატოვოს ტაილანდი და მალაიზია. თუკი აზიურ ბაზრებს დატოვებს, მაღაზიების ქსელი წარმოდგენილი იქნება ჩეხეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა