მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla პირველ ევროპულ ქარხანას გერმანიაში გახსნის

5dcbb3ffbb83d
მიხეილ ხაჩიძე
13.11.19 21:55
1297

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla პირველ ევროპულ ქარხანას გერმანიაში გახსნის. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ბერლინში ვიზიტისას განაცხადა, Tesla Gigafactory 4 გერმანიის დედაქალაქთან ახლოს, ოდერ-შპრეეს რაიონში აშენდება და იქ ელექტრომანქანებისა და ელემენტების წარმოება დაიწყება.

გერმანული გამოცემა Tagesspiegel–ის ინფორმაციით, ამერიკულ პროექტში მილიარდის ოდენობის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ქარხანა გერმანიაში 10 000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. თავდაპირველად, იქ ელემენტები და SUV Model Y-ები იწარმოება, რომელიც ამ ეტაპისთვის გერმანიის ბაზარზე 44.000 ევრო ღირს.



ვარაუდობენ რომ, ამერიკული პიონერის პირველი ევროპული ქარხანა გერმანიაში 2021 წლის ბოლოს გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ საწარმოს გერმანიაში ამოქმედებასთან დაკავშირებით, ილონ მასკთან მოლაპარაკებებს ბრანდენბურგის ეკონომიკის მინისტრი იორგ შტაინბახი აწარმოებდა.


პირველი Gigafactory, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ელემენტებს აწარმოებს, "ტესლამ" აშშ-ში ნევადის უდაბნოში ააშენა, მეორე კი კომპანიას ნიუ–იორკის შტატში აქვს.