მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla -ს მანქანები შესაძლოა ბაზრიდან გაიწვიონ

5d9b3a518f2ce
მიხეილ ხაჩიძე
07.10.19 23:01
1221

აშშ-ის ეროვნული საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია Tesla-ს 2,000 სატრანსპორტო საშუალების უკან გაწვევის საკითხს განიხილავს.


საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, საუბარია მოდელ S-ის და მოდელ X-ის 2012-2019 წლის გამოშვებულ ელექტრომობილებზე. პოტენციური "რიქოლის" მიზეზად კი, ბატარეების დატენვის პრობლემა სახელდება, რომლებსაც განახლება ესაჭიროებათ.


აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანია ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრ საჩივარს იღებს ბატარეის გაუმართაობაზე. ესსპერტების განცხადებით, სავარაუდოდ, აპარატებში აღმოჩენილია დეფექტი, რომელსაც შეუძლია ბატარეაში ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს.



შეგახსენებთ, გასულ კვირას, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ გაყიდვების ახალი რეკორდი დააფიქსირა. როგორც კომპანიის მენეჯმენტმა კალიფორნიაში, პალო ალტოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მილიარდერ ილონ მასკის მიერ დაარსებულმა კომპანიამ წლის მესამე კვარტალში, მთლიანობაში 97,000 ავტომობილი გაყიდა, წინა კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 95,000 იყო.