მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla 50 მილიონ იუანს გამოყოფს კორონავირუსთან საბრძოლველად

5e32d8bbddc0c
ნათია თაქთაქიშვილი
30.01.20 18:21
887
როგორც ელექტრო ავტომობილების მწარმოებლი კომპანია Tesla-ს შანხაის ფილიალი იუწყება, კომპანია 50 მილიონ იუანს(დაახლოებით 7.2 მლნ დოლარი) გამოყოფს კორონავირუსთან საბრძოლველად. ამის შესახებ Tesmanian.com-ი წერს.

როგორც Tesla-ს შანხაის ფილიალის მმართველი ზაქარი კირკორნი აცხადებს, კომპანია კორონავირუსის აფეთქებას ფართო ჭრილში უყურებს, რომელიც გლობალურად აზარალებს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩინეთის მოსახლეობას, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც, სწორედ ამიტომ კომპანია მზად არის ქვეყნის დასახმარებლად.

Tesla-ს შანხაის ფილიალის მმართველი აცხადებს, რომ გამოყოფილ თანხას ახალი კორონავირუსის გავრცელების შესარბილებლად დახარჯავენ.

”ამ ეტაპზე, ჩვენ ველოდებით მცირეხნიან შეფერხებას Model 3-ის წარმოებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ თუ ქარხნის დახურვა დიდი ხნით არ გაგრძლედა, ჩვენს კვარტალურ მომგებიანობაზე უმნიშვნელოდ იმოქმედებს“, - განაცხადა Tesla-ს შანხაის ფილიალის მმართველმა.