მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla აშშ-ში ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყებას გეგმავს

5eec8d3f6eebd
ნათია თაქთაქიშვილი
19.06.20 21:00
1022
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla მესამე კვარტლის დასაწყისში აშშ-ში ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Tesla-ს განცხადებით, ახალ ქარხანაში ელექტრო სატვირთო პიკაპების და Model Y SUV-ის ავტომობილების წარმოება იგეგმება.

ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია ქარხნის მშენებლობაში 1 მლრდ  აშშ დოლარის ინვესტიციას აპირებს. ქარხანა 370,000-470,000 კვ.მ-ის ფართობზე აშენდება და დაახლოებით 5,000 ადამიანი დასაქმდება.

შეგახსნებთ, კორონავირუსის მიერ დაწესებული აკრძალვების გამო კომპანიის ხელმძღვანელ ილონ მასკს უთანხმოება ჰქონდა კალიფორნიის ადგილობრივ მთავრობასთან, რა დროსაც მასკმა განაცხადა, რომ თუ ქარხანას დროულად არ გაახსნევინებდნენ, წარმოებას ნევადაში ან ტეხასში გადაიტანდა.