მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ბიტკოინს გადახდის ახალ საშუალებად აღიარებს

60226727bd234
ნათია თაქთაქიშვილი
09.02.21 18:40
796
ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აცხადებს, რომ ბიტკოინს გადახდის ახალ საშუალებად აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს Tesla-ს პროდუქტების შეძენა კრიპტოვალუტის მეშვეობითაც შეეძლებათ. ინფორმაციას CNN ავრცელებს

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კრიპტოვალუტის ფასი ისევ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს - 48,000 აშშ დოლარს მიაღწია.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის განცახდებით, ის კრიპტოვალუტების მხარდამჭერია და ბიტკოინის ფართო აღიარებასაც ელის.

“მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი ძალიან ახლოსაა ტრადიციულ ფინანსურ სექტორში ფართოდ აღიარებასთან,“ - განაცხადა მასკიმ.