მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ჩინეთში აწყობილ სედანზე ფასების შემცირებას განიხილავს

5dfa2a6f6af42
ნათია თაქთაქიშვილი
19.12.19 00:20
1135
ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla ჩინეთში აწყობილ სედანზე ფასების შემცირებას განიხილავს. საქმე ეხება Model 3-ს, როლის ფასებიც სავარაუდოდ, მომავალი წლის მეორე ნახევრიდან 20%-ით შემცირდება. ამის შესახებ, Bloomberg-ი იუწყება.

მანქანის ახლანდელი ფასი, რომელიც Tesla-ს შანხაის ქარხანაში იწარმოება, 50,547.67 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც კომპანია აცხადებს, ფასების შემცირება ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ელექტრომობილების მწარმოებელი ფასების შემცირებას ადგილობრივი კომპონენტების გამოყენების ხარჯზე გეგმავს. Tesla მოახდენს კომპოზიტური ნაწილების ნაკლებ იმპორტს, რაც მას საბაჟო გადასახადებისაგან გაათავისუფლებს. ამ ეტაპზე Tesla-ს დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.