მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ჩინეთში წარმოებულ Model 3s-ის ექსპორტს აზიასა და ევროპაში გეგმავს

5f5b69846f4ee
ნათია თაქთაქიშვილი
11.09.20 21:40
875
ელექტრონული მანქანების მწარმოებელი Tesla ჩინეთში წარმოებულ Model 3s-ის ექსპორტს აზიასა და ევროპაში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Tesla-მ 150,000 Model 3s-ი აწარმოა მიმდინარე წელს შანხაის ქარხანაში და დაახლოებით 11,800 ავტომობილი გაყიდა ჩინეთში გასულ თვეს.

აღსანიშნავია, რომ Tesla-მ Model 3s-ის წარმოება შანხაის ქარხანაში გასული წლის დეკემბერში დაიწყო და ამჟამად წარმოების გაფართოებას კომპანია Model Y-ის წარმოების გაზრდით გეგმავს.

Reuters-ის მიხედვით, ელექტრომანქანების მწარმოებელი კომპანია ასევე ევროპის მასშტაბით ავტომობილების სწრაფი დატენვის საშუალებების განვითარებაზე მუშაობს.

ახალი დამტენი მოწყობილობით, რომელიც პირველად გერმანიაში დამონტაჟდება Model 3s-ის დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი და ავტომობილი 120 კმ /სთ-ს დაფარვას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ Tesla ახალი საწარმოს გახსნას ბერლინთან ახლოს გეგმავს და სავარაუდოდ, ქარხანა მომავალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. წინასწარი მონაცემებით, Tesla 40,000 სამუშაო ადგილს შექმნის ახალი ქარხნის გახსნით.