მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ჩრდილოეთ ამერიკაში ავტომობილის ფასებს დაახლოებით 6%-ით ამცირებს

5ece33cbaed65
ნათია თაქთაქიშვილი
27.05.20 23:40
1050
მსოფლიოში ცნობილი ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ჩრდილოეთ ამერიკაში მანქანების ღირებულებას დაახლოებით 6%-ით ამცირებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი მანქანებზე შემცირებული მოთხოვნის გაზრდაა, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით არის გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Tesla-ს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, Model S სედანის საწყისი ფასი 79,990 აშშ დოლარიდან 74,990 აშშ დოლარამდე შემცირდა.

Model X SUVs-ის ღირებულება 84,990 აშშ დოლარიდან 79,990 აშშ დოლარამდე. Model 3 სედანი კი 2,000 აშშ დოლარით გაიაფდა და აჟამად 37,990 აშშ დოლარი შეადგინა.

Tesla-ს განცხადებით, კომპანია ავტომობილებზე ფასების შემცირებას ჩინეთშიც გეგმავს, სადაც Model X-ზე და Model S-ზე ფასები 4%-ით შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ ელექტრო ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას აპრილის თვეში გაყიდვები თითქმის გაუნახევრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიამ კალიფორნიაში მდებარე ქარხნის ოპერირება მაისის დასაწყისში განაახლა, მას შემდეგ რაც ქარხანაში თანამშრომელთა დაცვის მიზნით უსაფრთხოების ზომები შემოიღო.