მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ესპანეთში ქარხნის ასაშენებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს - ინვესტიცია €4.5 მლრდ-ია

6481d4a25cd27
სალომე ხიდურელი
08.06.23 17:18
1206
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla ესპანეთში ვალენსიის რეგიონული ხელისუფლების ლიდერებთან მოლაპარაკებებს ახალი ქარხნის აშენების შესახებ აწარმოებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Cinco Dias ავრცელებს, თუმცა წყაროს არ ასახელებს.

მედიის ცნობით, Tesla ახალ საწარმოში 4.5 მლრდ ევროს ინვესტიციის ჩადებას აპირებს.

Reuters-მა სცადა საკითხთან დაკავშირებით ვალენსიის ხელისუფლების წარმომადგენელს გასაუბრებოდა, რომლის თქმითაც მოლაპარაკებები „მსხვილ საავტომობილო ინვესტიციებთან“ დაკავშირებით, არაიდენტიფიცირებულ კომპანიასთან ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, დამატებითი დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავა.

ცნობისთვის, ესპანეთი ავტომობილების წარმოებით ევროპის მასშტაბით მეორე ადგილზეა. ქვეყანა ევროკავშირის მიერ კოვიდპანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად გამოყოფილი ფონდიდან თანხას ელექტრო და ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების წარმოებაში აინვესტირებს.