მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ინდოეთის ბაზარზე შევიდა

5ffeea2a99cd0
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.21 22:22
872
ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ინდოეთში უკვე ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი. გასულ კვირას, Tesla Motors India-მ და Energy Private Limited-მა ქალაქ ბენგალურუში კომპანია დაარეგისტრირეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია ინდოეთის ბაზარზე ოპერირებას ავტომობილების გაყიდვით დაიწყებს, თუმცა სამომავლოდ ილონ მასკი ქვეყანაში საწარმოს მშენებლობას და ელექტრო ავტომობილების წარმოებასაც განიხილავს.

პირველი Tesla, რომელიც ინდოეთში გასაყიდად იქნება წარმოდგენილი, ბრენდის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი – Model 3-ია. ის ადგილობრივ ბაზარზე უკვე 2021 წლის ივნისში გამოჩნდება, ხოლო შეკვეთების მიღება მიმდინარე თვიდან იწყება.

გამოცემის ცნობით, ამერიკული ბრენდის შესვლაზე ინფორმაცია დაადასტურა ინდოეთის ტრანსპორტის მინისტრმა ნიტინა გადკარიმ. ინდოეთის ხელისუფლების მიზანია, ნავთობზე დამოკიდებულების და ამავდროულად ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება.