მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ ახალი ელექტრო პიკაპის 146,000 შეკვეთა მიიღო

5ddaad5958ce6
მიხეილ ხაჩიძე
25.11.19 11:04
1019
წარუმატებელი პრეზენტაციიდან ორი დღის შემდეგ, Tesla-მ ახალი ელექტრო პიკაპის 146,000 შეკვეთა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის დამფუძებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მილიარდერი ამბობს, კლიენტების 42%-ს - ორძრავიანი , 41%-ს - სამძრავიანი, ხოლო 17%-ს კი,  ერთძრავიანი მოდელების ყიდვა სურს.


როგორც Tesla-ს ოფიციალური ვებ გვერდიდან ირკვევა, ახალ სატვირთოებს, რომელსაც მასკმა "მარსის ავტომობილი" უწოდა, სხვადასხვა ფასი აქვს. პიკაპი ორი ძრავით, რომელიც მომხმარებლების უმრავლესობამ შეუკვეთა, 49,900 აშშ დოლარი ღირს, Cybertruck სამი ძრავით - 69,900 აშშ დოლარი, ხოლო ერთძრავიანი ელექტრო მანქანის ფასი 39,900 აშშ დოლარია.

Tesla-ს ახალი მოდელების წარმოება 2021 წლის ბოლოს დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა პირველი კიბერმანქანა 23 ნოემბერს ლოს-ანჟელესში წარადგინა. Tesla–ს ხელმძღვანელის განცხადებით, ელექტროპიკაპი მყარი და უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული; ის ერთი დამუხტვით 800 კმ-ს გადის. მანქანის მინები კი, ტყვიაგაუმტარია.