მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაამხილა

5e259be44ce70
ნათია თაქთაქიშვილი
20.01.20 23:00
1109
ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ ახალი მოდელის მაკეტი გაასაჯაროვა. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, ახალი ავტომობილი მცირე ზომის კროსოვერ Model Y ჰგავს, მაგრამ აქვს უფრო მახვილი ფორმები. აღნიშნული მოდელის წარმოება ჩინეთის საწარმოში იგეგმება, რომელიც Tesla-მ 2020 წლის 7 იანვარს გახსნა. ამის შესახებ bgr.com-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავტოკონცერმა ოფიცალურად განაცხადა, რომ აპირებს დიზაინისა და კვლევის ცენტრის გახსნასაც ჩინეთში. ასე რომ კომპანია ეძებს პროფესიონალ დიზაინერებს, რათა დაეხმაროს ქარხანას აწარმოოს განსხვავებული დიზაინის ავტომობილები.

შეგახსენებთ, 2020 წლის 14 იანვარს ისტორიაში პირველად ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასმა 500 დოლარს გადააჭარბა.

კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია კი 91 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გამოცემის ცნობით, Ford-ისა და General Motors-ის ჯამურ კაპიტალიზაციას აღემატება.