ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის კვარტალური შედეგები ცნობილია. Tesla-მ მფლობელობაში არსებული ბიტკოინის 75% გაყიდა და მის სანაცვლოდ 936 მილიონი დოლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ხელმძღვანელობამ კრიპტოაქტივებში ინვესტირების გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო და კომპანიამ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. 2021 წლის მეოთხე კვარტალში კი აღნიშნული აქტივის ღირებულებამ $2.5-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია, რაც კრიპტობირჟის აღმასვლითა და ფასების ზრდით იყო განპირობებული.
კომპანიის გენერალური დირექტორის ილონ მასკის განმარტებით, ბიტკოინის გაყიდვის გადაწყვეტილება მეორე კვარტალში კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს უკავშირდებოდა. კერძოდ, ჩინეთის მასშტაბით მკაცრი ლოკდაუნების დაწესებამ Tesla-ს საწარმოო პროცესის შეფერხება გამოიწვია, რამაც კომპანია ნაღდი ფულის საჭიროების წინაშე დააყენა, ბიტკოინი კი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლიკვიდური აქტივი, მარტივი გასანაღდებელია, ანუ ბირჟაზე მისი ყიდვა ან გაყიდვა უაღრესად მარტივია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ილონ მასკმა განმარტებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება ბიტკოინთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტად არ უნდა იქნეს აღქმული.
„ბიტკოინის გაყიდვის მიზეზი ჩინეთში ლოკდაუნების დაწესების საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობის მაღალი დონე იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ნაღდი ფულის მოცულობა მაქსიმალურად გაგვეზარდა. ეს ქმედება კი ბიტკოინთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტად არ უნდა იყოს აღქმული“, - განაცხადა ილონ მასკმა.
რაც შეეხება კომპანიის კვარტალურ შედეგებს, გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მეორე კვარტალში Tesla-მ 16.9 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ერთ აქციაზე შემოსავალმა მეორე კვარტალში 2.27 დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს და 24%-ით აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს.
საგულისხმოა, რომ ელექტრომობილების გაყიდვით მიღებული მოგების მარჟა 32.9%-დან 27.9%-მდეა შემცირებული, რაც ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებასთან და მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილ ინფლაციასთანაა დაკავშირებული.
დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს - Tesla-ს აქციების ღირებულება 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე დღის სავაჭრო სესიის ოფიციალურად გახსნამდე აქციების ფასი 1.45%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება კრიპტობირჟას, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მიერ კრიპტოაქტივებში ინვესტიციის შემცირება ტრეიდერებმა უარყოფილად მიიღეს, გასულ 24 საათში ბიტკოინის ფასი 3.6%-ით 22,700-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი