Tesla-მ ჩინეთში წარმოებული პირველი ელექტრომობილები თავის თანამშრომლებს გადასცა. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის 15 თანამშრომელი გახდა ჩინეთში წარმოებული Model 3-ის მფლობელი. შესაბამისი ცერემონიალი შანხაიში მდებარე ქარხანაში გაიმართა. Tesla-ს ჩინეთის გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტი თანამშრომელი მიიღებს კომპანიის ახალ მანქანებს.
აღსანიშნავია, რომ Tesla-მ შანხაიში ქარხანა 2019 წელს ააშენა, ამისთვის მას 10 თვე დასჭირდა. ოქტომბერში კი, სატესტო წარმოება დაიწყო. შესაბამისად, შეკვეთების მიღებაც დაწყებულია და მომხმარებლები მას მომდევნო თვიდან მიიღებენ.
ჩინეთში წარმოებული Model 3-ის ფასი, დაახლოებით, 51 000 დოლარია. ეს ფასი 2%-ით ნაკლებია ჩინეთში იმპორტირებული ელექტრომობილების ფასთან შედარებით. Tesla-სთვის ჩინური ბაზარი ახალი არაა. ამ კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილები 2014 წლიდან შედის ჩინეთშიც. თუმცა, Tesla-ს შანხაის ქარხნის სრულად ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, ელექტრომობილების გაყიდვები აზიის ამ უდიდეს ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი წლიურად შანხაის ქარხანაში 500 000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის