მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ პრობლემების მიუხედავად, მეორე კვარტალში 200,000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა

60e2fbdf03744
ნათია თაქთაქიშვილი
05.07.21 22:30
788
წამყვანმა ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ, მიუხედავად ჩინეთის ბაზარზე არსებული პრობლემებისა და კომპიუტერული ჩიპების დეფიციტით შექმნილი არახელსაყრელი მდგომარეობისა, მეორე კვარტალში 200,000-ზე მეტი ავტომობილის წარმოება და გაყიდვა შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ავტომობილების წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.

BBC-ის ცნობით, ავტოკონცერნმა 201,250 ავტომობილი მიაწოდა ბაზარს მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 91,000 ავტომობილი გაყიდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალს, კომპანიამ 184,800 ავტომობილის რეალიზაცია მოახერხა.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის განცხადებით, კომპიუტერული ჩიპების ნაკლებობა სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა კომპანიისათვის, თუმცა მათმა გუნდა ყველაფერი გააკეთა ამ პრობლემის დასაძლევად.

შეგახსენებთ, რომ კომპანიას პრობლემები ცოტა ხნის წინ ჩინეთის ბაზარზეც შეექმნა და გასულ კვირას იძულებული გახდა 300,000 ავტომობილი გაეწვია ტექნიკური პრობლემების გამო.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Tesla-ს აქციებზე ფასი 743%-ით გაიზარდა, ხოლო იანვრის ბოლოდან 25%-ით შემცირდა.