02.ივლისი .2020 22:21

Tesla-მ საბაზრო ღირებულებით Toyota-ს, Disney-ს და Coca-Cola-ს გაუსწრო

views 567
უკან

S&P 500-ის მიხედვით, ილონ მასკის ელექტრო მანქანების ბიზნესის საბაზრო ღირებულება აჭარბებს ისეთი ცნობილი კომპანიების ფასს, როგორიც არის Toyota, Disney და Coca-Cola. ამის შესახებ ინფრომაციას Forbes-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, Tesla-ს აქციების ღირებულება 4%-ით გაიზარდა და კომპანიის თითო აქციის ფასმა 1,120 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ თითქმის 210 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ Tesla-მ საბაზრო ღირებულებით გაუსწრო ისეთ ცნობილ ავტოკონცერნებს, როგორიც არის Fiat Chrysler-ი (20 მილიარდი დოლარი), Ford-ი(24 მილიარდი დოლარი), Ferrari (32 მილიარდი დოლარი), General Motors-ი (36 მილიარდი დოლარი), BMW (41 მილიარდი დოლარი), Honda (46 მილიარდი დოლარი) და Volkswagen-ი (74 მილიარდი დოლარი).

Wall Street-ის ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ Tesla-ს აქციების ღირებულება გაბერილია. როგორც Cowen’s-ის ანალიტიკოსი ჯეფრი ოზბორნი აცხადებს, ისინი აფრთხილებენ კლიენტებს „სიფრთხილით მოეკიდონ Tesla-ს აქციებს“. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი კი Tesla-ს აქციებზე მოთხოვნის ზრდას, იმით ხსნის რომ კლიენტები მას უყურებენ როგორც მაღალი ტექნოლოგიების კომპანიას, რომელსაც მომავალი აქვს.

S&P 500-ის მიხედვით, Tesla-ს საბაზრო ღირებულებით მხოლოდ 19 კომპანია უსწრებს, მათ შორის არის CNN-ის მფლობელი კომპანია AT&T-ი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა