23.ოქტომბერი .2021 00:30

Tesla რეკორდული გაყიდვების შესახებ აცხადებს

Tesla რეკორდული გაყიდვების შესახებ აცხადებს
views 971
უკან

ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla, მიუხედავად მიკროჩიპების გლობალური დეფიციტისა და ავტომობილების მიწოდების გამო შექმნილი პრობლემებისა, რეკორდულ კვარტალურ გაყიდვებსა და მოგებაზე აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Tesla-ს შემოსავალმა მესამე კვარტალში 13.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული ის 8.77 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

Tesla-ს ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, კომპანიის წმინდა მოგებამ 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიამ 241,391 ავტომობილი გაყიდა გასულ წელს.

მისივე თქმით, Tesla-სთვის გაყიდვების თვალსაზრისით ჩინეთი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად რჩება. ამასთან ავტოკონცერნი აცხადებს, რომ კომპანია წარმოების მოცულობის გაზრდას გეგმავს რაც შეიძლება მოკლე დროში და შედეგად გაყიდვების 50%-იან ზრდას ელოდება წლიურ ჭრილში.

Tesla-ს გაყიდვების დიდი წილი ბიუჯეტურ მოდელ Model 3 და Model Y-ის ავტომობილებზე მოდის, რომლებზეც მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა. კომპანიის ცნობით, მესამე კვარტალში 232,102 Model 3 და Model Y-ის ავტომობილი გაიყიდა.