მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოს ფრანგი ჟურნალისტები სტუმრობენ

617155cb15cc8
ვიქტორია მღებრიშვილი
21.10.21 16:16
946
საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით ქვეყანას ფრანგი ჟურნალისტები სტუმრობენ.

გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, ფრანგული გამოცემების - Yonder-ის, Le Figaro-ს, AR Magazine-ს, le Nouvel Observateur-ის, Voyages de Luxe-ის, Photograph-ის, Unique Experiences-ის და Une Table dans le Maquis-ის ჟურნალისტები საქართველოს რამდენიმე რეგიონში გასტრო-ტურისტულ ობიექტებს მოინახულებენ და ქართულ სამზარეულოს გაეცნობიან.

საინფორმაციო ტური 16-დან 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ფრანგი ჟურნალისტები თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს, ატენის ხეობას, ბორჯომს, ვარძიას და კახეთს ეწვევიან.

ფრანგი ჟურნალისტების საქართველოში საინფორმაციო ტურის მხარდამჭერები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცია და კულინარიული და ღვინის ექსპედიციაა.

როგორც ტურის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი თამარ სიხარულიძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, უცხოელი ჟურნალისტების მიერ ცნობილ შეფ მზარეულებთან სტუმრობა და ქართული კერძების დაგემოვნება, გასტრო-ტურიზმის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

„ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი, საქართველოს გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვაა. ეს ტურიც ამ მიზანს ემსახურება.

ჩვენი სტუმრები აღფრთოვანებული არიან ქართული კერძების და ღვინის მრავალფეროვნებით, მისი გემოვნური თვისებებით. ტურის ფარგლებში მოსანახულებელ ადგილებს შორის, თბილისში ისტორიული ბაზრის მონახულებაც შედიოდა, რომელიც სულ მალე გაიხსნება. ფრანგი ჟურნალისტები განახლებული „ბაზარი ორბელიანზე“ კონცეფციით მოხიბლულები დარჩნენ. ვფიქრობ, ეს ადგილი დედაქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო გასტრონომიული ლოკაციად იქცევა“, - აღნიშნა თამარ სიხარულიძემ.