მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-ს აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა - მიზეზი

633bd4ed9bb04
გიორგი თოლორდავა
04.10.22 10:42
4657
მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიისათვის უაღრესად ნეგატიურად დაიწყო - 24 საათში Tesla-ს აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 8.6%-ით დაეცა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი თითქმის 72 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მკვეთრი ვარდნა პირდაპირ კავშირშია კომპანიის იმედგამაცრუებელ შედეგებთან, კერძოდ, მესამე კვარტალში Tesla-მ 343,830 ელექტრომობილის წარმოება შეძლო, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში რეკორდული შედეგია, თუმცა 7%-ით ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკულმა კომპანიამ ჯერაც ვერ შეძლო საწარმოო პროცესისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების აღმოფხვრა.

ბუნებრივია, მოსალოდნელზე უარესი შედეგები ინვესტორთა და ტრეიდერთა მიერ ნეგატიურად იქნა მიღებული, რაც კომპანიის აქციების ფასზეც მკაფიოდ აისახა.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად გუშინ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სოციალური ქსელში რამდენიმე ტვიტი გაავრცელა, რასაც საზოგადოებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის აქციების ვარდნა არა მასკის განცხადებებთან, არამედ კვარტალურ შედეგებთანაა დაკავშირებული, ამაზე კი ის ფაქტიც ცალსახად მეტყველებს, რომ ბირჟაზე მკვეთრი ვარდნის ტენდენცია მასკის განცხადებების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო - უოლ-სტრიტზე სავაჭრო სესიის დაწყებამდე ნახევარი დღით ადრე.

Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 760 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს რიგით მეექვსე ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად აქცევს, Amazon-ისა და Berkshire Hathaway-ს გვერდით.

საგულისხმოა, რომ გლობალური საფონდო ბირჟების ვარდნისა და მსოფლიო მასშტაბით ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე Tesla-ს აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე თითქმის 40%-ითაა შემცირებული.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.