04.თებერვალი .2020 22:47

Tesla-ს აქციებზე ფასი გაიზარდა - რა ღირს ერთი აქცია?

views 427
უკან

ბოლო მონაცემებით, Tesla-ს აქციებზე ფასი 19.9%-ით გაიზარდა და აქციის ღირებულებამ 808 აშშ დოლარი შეადგინა ნაცვლად 556 აშშ დოლარისა. ასეთი მაღალი ზრდა კომპანიის აქციებზე 2013 წლის მაისის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. ამის შესახებ CNBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 140 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანია პოზიტიურ შედეგებს შემდეგი მოდელების გაყიდვებს უკავშირებს: Model S და Model X, ასევე გაზრდილ მოთხოვნას ახალ Model 3-ზე. აღსანიშნავია, რომ Model 3-ის წარმოებამ კომპანიის მთელი წარმოების 80%-ი შეადგინა 2019 წლის მე-4 კვარტალში.

„მიუხედავად დამაბრკოლებელი გარემოებებისა, ველოდებით რომ 2020-ში Tesla ბაზარზე დომინანტურ პოზიციებს შეინარჩუნებს ელექტორნული ავტომობილების წარმოების თვალსაზრისით“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

Tesla აღნიშნავს, რომ კომპანია 500,000 ელექტრომობილს მიაწოდებს ბაზარს 2020 წელს. კომპანიამ 112,000 მანქანის მიწოდება შეძლო 2019 წლის მე-4 კვარტალში.

იანვრის დასაწყისში, Tesla-მ განაცხადა, რომ კომპანიამ ბაზრისთვის გასული წლის მე-4 კვარტალში 92,550 ცალი Model 3-ის და 19,450 ცალი Model S-X-ის მიწოდება შეძლო.