მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს აქციებზე ფასი მკვეთრად დაეცა

5e3bbfe860d19
ნათია თაქთაქიშვილი
06.02.20 19:40
1638
ორდღიანი რეკორდული ზრდის შემდეგ ელექტრო ავტომწარმოებელიTesla-ს აქციები გაუფასურდა. Wall Street-ის მონაცემებით, კომპანიის აქციების ღირებულება 20.6%-ით შემცირდა, მაშინ როცა გასული კვირის პარასკევს აქციებზე ფასი რეკორდულად 36%-ით იყო გაზრდილი და თითო აქციის ღირებულება იმ მომენტისთვის თითქმის 967 აშშ დოლარს აღწევდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ აქციის ფასმა 734.70 აშშ დოლარი შეადგინა.

Tesla-ს ვიცე პრეზიდენტმა ტაო ლიმ გუშინ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი ქარხანა შანხაიში დროებით დაპაუზებულია კორონავირუსის გამო, შესაბამისად შემცირებულია მანქანების წარმოება და მიწოდება რაც ბიზნესს აზარალებს.

რამდენიმე დღის წინ Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანია 500,000 ელექტრომობილის მიწოდებას გეგმავდა 2020 წლისთვის, ხოლო 2019 წლის მე-4 კვარტალში112,000 მანქანის მიწოდება შეძლო.

„მიუხედავად დამაბრკოლებელი გარემოებებისა, ველოდებით რომ 2020-ში Tesla ბაზარზე დომინანტურ პოზიციებს შეინარჩუნებს ელექტორნული ავტომობილების წარმოების თვალსაზრისით“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.