მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს ახალი ელემენტი 16 წელი იმუშავებს

5ee3666420f6c
ნათია თაქთაქიშვილი
12.06.20 21:40
1694
Tesla-ს ელემენტების მიმწოდებელი კომპანიის თქმით, მათ შექმნეს ელემენტი, რომელიც 16 წელი იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider ავრცელებს.

მანქანის ელემენტების მწარმოებელი ჩინური კომპანია Contemporary Amperex Technology-ი, რომელიც Tesla-ს და Volkswagen-ს ამარაგებს, მზადაა მასობრივ წარმოებაში ჩაუშვას ელემენტი, რომელიც 16 წლის განმავლობაში იმუშავებს და ავტომობილი 2 მილიონამდე კილომეტრის გავლას შეძლებს.

Business Insider-ის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის თავმჯდომარემ ზენგ იუკუნიმ Bloomberg-თან საუბრისას განაცხადა. ამჟამად მსგავსი ელემენტების საგარანტიო ვადა 8 წელი და 240 ათასი კილომეტრია.

იუკუნის თქმით, კომპანია მზადაა შეკვეთების მისაღებად, თუმცა არ დაუკონკრეტებია, უკვე შეიძინა თუ არა ეს პროდუქტი რომელიმე კომპანიამ. მისი განმარტებით, ელემენტი 10%-ით მეტი ეღირება ვიდრე ელექტრომობილების ამჟამინდელი ელემენტი.

Business Insider-ის ცნობით, სწორედ ელემენტების ენერგიის შენარჩუნების ხანგრძლივობა არის ის ფაქტორი, რაც ელექტრომობილების გაყიდვას აფერხებს, ხოლო ისეთი ელემენტების შექმნა, რომელიც ენერგიას ხანგრძლივად შეინარჩუნებს, ელექტრომობილების ინდუსტრიას სრულად შეცვლის.

იუკუნის განმარტებით, კორონავირუსის პანდემიამ ამ პროცესებს ხელი შეუშალა, თუმცა მომავალი წლისთვის კორონავირუსი მთავარი ფაქტორი აღარ იქნება.