მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს ღირებულებამ Ford-ის, GM-ის და Fiat-ის ჯამურ კაპიტალიზაციას გადააჭარბა

5f05966338794
ნათია თაქთაქიშვილი
08.07.20 23:20
1306
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულება ბოლო 5 დღეში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე სამი დიდი ავტომწარმოებლის ღირებულებაა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბოლო დღეებში Tesla-ს მოცულობა დღიურად საშუალოდ 14 მილიარდი დოლარით იზრდებოდა, ზრდამ ჯამურად 70 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც საგრძნობლად აღემატება Ford-ის, General Motors-ისა და Fiat Chrysler-ის ჯამურ საბაზრო მოცულობას.

ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში Tesla-ს კაპიტალიზაცია General Motors-ის მოცულობას საგრძნობლად ჩამორჩებოდა. კომპანიის მიმართ ენთუზიაზმის ზრდა გასული კვარტლის მაჩვენებლებმა განაპირობა.

კერძოდ, 2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 90,650 ავტომობილი გაყიდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს დაახლოებით 8,000-ით აღემატება.

წლის დასაწყისიდან დღემდე, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 170 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.