მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს მოგებამ მეორე კვარტალში $1,1 მილიარდი შეადგინა

61001819aa880
ნათია თაქთაქიშვილი
27.07.21 21:40
745
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს მოგებამ მეორე კვარტალში 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლეობით ორჯერ მეტია პირველ კვარტალში მიღებულ მოგებასთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვტომწარმოებელმა პირველ კვარტალში 438 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მოგება მიიღო, რაც თავის მხრივ გასული წლის პანდემიურ პირველ კვარტალთან შედარებით 10-ჯერ არის გაზრდილი.

გამოცემის მიხედვით, კომპანიის მოგების ასეთი ზრდა რეკორდულ წარმოებას უკავშირდება, კომპანიამ მეორე კვარტალში 200,000 ავტომობილი აწარმოა, რაც ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს აქციებზე ფასი საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე 2%-ით გაიზარდა მიმდინარე კვირის დასაწყისში, ხოლო გასულ კვირას მატებამ 1.5% შეადგინა.