მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს საბაზრო ღირებულება $60 მილიარდით შემცირდა

6189268510bdf
ნათია თაქთაქიშვილი
08.11.21 17:29
409
ელექტრონული ავტოკონცერნ Tesla-ს საბაზრო ღირებულება 60 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა მას შემდეგ, რაც Twitter-ის მომხმარებელმა ილონ მასკს აქციების 10%-ის გაყიდვა ურჩია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საქმე იმაშია, რომ ილონ მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე შაბათს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელს ეკითხებოდა, გაეყიდა თუ არა წილი ავტოკონცერნში.

„ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ არარეალიზებული შემოსავალი გადასახადებისგან თავის არიდების ხერხია, ამიტომ გთავაზობთ Tesla-ს ჩემი აქციების 10%-ის გაყიდვას. მხარს უჭერთ ამას?“ - დაწერა მილიარდერმა და აღნიშნა, რომ მისთვის გადასახადების გადახდის ერთადერთი შესაძლებლობა აქციების გაყიდვაა, რადგან ხელფასსა ან ბონუსებს არ იღებს.

გამოკითხვის მონაწილეთა 57.9%-მა გადაწყვიტა, რომ მილიარდერმა აქციები უნდა გაყიდოს. მასკმა პირობა დადო, რომ გამოკითხვის შედეგების მიხედვით იმოქმედებს, თუმცა ამ ეტაპამდე უცნობი რჩება ,რა გადაწყვეტილება მიიღო მილიარდერმა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ამჟამად მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ქონება 338 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.