მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს გადააჭარბა

6178026027844
ნათია თაქთაქიშვილი
26.10.21 20:30
642
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს გადააჭარბა. Tesla მეხუთე კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც ტრილიონს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ავტოკონცერნის აქციების ფასი 12.6%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც Tesla-მ ავტომობილების გაქირავების ბიზნესში ჩართულ კომპანია Hertz-ს 100,000 ავტომობილი მიჰყიდა.

გამოცემა წერს, რომ ამ დრომდე საბაზრო ღირებულების 1-ტრილიონიანი ზღვრის გადაკვეთა მხოლოდ Apple-მა, Microsoft-მა, Amazon-მა და Google-ის მფლობელმა კომპანია Alphabet-მა შეძლეს.

გამოცემა წერს, რომ კომპანია Hertz-მა Tesla-ს 100,000 Model 3s-ში 4.2 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს მომდევნო 14 თვის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ Tesla-ს აქციებზე ფასების ზრდის გამო ილონ მასკის 23%-იანი წილის ღირებულება 230 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.