23.იანვარი .2020 14:30

Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $100 მილიარდს გადაჭარბა

views 440
უკან

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომპანია ამ მაჩვენებლით აჭარბებს ისეთი ცნობილი ავტოკონცერნების ჯამურ კაპიტალიზაციას, როგირცაა Ford Motor Co და General Motors Co. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Tesla-ს ერთი აქციის ღირებულებამ $591.78 დოლარი შეადგინა.

აქციების ფასის ზრდა 2019 წლის მესამე კვარტალში კომპანიის ფინანსურ წარმატებას და ჩინეთში ქარხნის გახსნას უკავშირდება.

2018 წელს მასკმა Tesla-ში ფიქსირებულ ხელფასზე უარი თქვა. მას შემდეგ მისი ანაზღაურება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს უკავშირდება. ბოლო 3 თვის განმავლობაში Tesla-ს აქციები სამჯერ გაიზარდა.

როგორც გამოცემა იუწყება, Tesla-ს დეტალური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნება 29 იანვარს იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა