მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla საჭესთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ჩინეთიდან 3 183 ქროსოვერს გაიწვევს

5e468aa482e00
ნათია თაქთაქიშვილი
14.02.20 23:40
1103
მსოფლიოში ცნობილი ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი ავტოკონცერნი Tesla 3 183 კროსოვერ Model X-ს გაიწვევს ჩინეთის ბაზრიდან. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაწვევა საჭესთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდება. როგორც ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელი აცხადებს, ეს პრობლემა ავარიის რისკებს ზრდის.

როგორც მარეგულიერებელი აღნიშნავს, გაწვევა შეეხება 2016 წელს წარმოებულ ქროსოვერ Model X-ს.

შეგახსენებთ, კომპანიამ ქროსოვერის წარმოება 2015 წელს დაიწყო. მანქანა აღჭურვილია ორი 259 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ძრავით და შეუძლია განავითაროს 0-98 კმ/სთ სიჩქარე 4,8 წმ -ში.