მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla შანხაის მეგა ქარხნისთვის თანამშრომლებს ეძებს

5f1ff62a3d029
ნათია თაქთაქიშვილი
28.07.20 15:06
1150
აშშ-ს ელქტრონული მანქანების მწარმოებელი ავტოკონცერნი Tesla შანხაიში მდებარე მეგა ქარხნის ამუშავებას გეგმავს და თანამშრომლებს ეძებს; კერძოდ, დიზაინერებს და 1,000-მდე მუშახელს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღნიშნული ვაკანსიების შესახებ ცნობა Tesla-ს WeChat-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა, თუმცა არ არის აღნიშნული, რამდენი დიზაინერი ესაჭიროება კომპანიას ჩინური ქარხნისთვის.

ელექტრონული ავტოკონცერნი იანვარში აცხადებდა, რომ დიზაინის და კვლევების ცენტრის გახსნას გეგმავდა, რომელიც Tesla-ს ჩინეთის ბაზრისთვის მოთხოვნადი ავტომობილების შექმნაში დაეხმარებოდა.

როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, კომპანიას მუშახელი Model Y sport-ის საწარმოებლად სჭირდება.

Reuters-ის მიხედვით, Tesla-ს ჩინეთის ბაზარზე სხვა გეგმებიც აქვს და მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების საწარმოს აშენებასაც გეგმავს.