მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-სთან კონკურენციის მიზნით, Toyota ელექტრიფიკაციის $38-მილიარდიან სტრატეგიას ცვლის

6357de2c71c11
გიორგი თოლორდავა
25.10.22 22:00
1506
ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Toyota ელექტრიფიკაციის სტრატეგიის საფუძვლიანად შეცვლას გეგმას, ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

ამჟამინდელი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც იაპონური კომპანია მოქმედებს გასულ წელს იქნა მიღებული და ის ელექტრიფიკაციის მიმართულებით 38 მილიარდის ინვესტიციას ითვალისწინებს, თუმცა, როგორც ჩანს, Tesla-სა და Volkswagen Group-თან სათანადო კონკურენციის გასაწევად აღნიშნული თანხის მოცულობა და სტრატეგია საკმარისი არ არის.

Reuters-ის ინფორმაციით, ელექტრომობილების რამდენიმე პროექტზე მუშაობა უკვე შეჩერებულია, მათ შორისაა, Toyota Compac Cruiser-ი და Crown EV.

ზუსტად რას გეგმავს Toyota, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ ელექტრომობილების განვითარების მიმართულებით კომპანიის ინვესტიცია მნიშვნელოვნად გაიზრდება, პრიორიტეტების სიაში კი EV პროექტები დაწინაურდება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი სტრატეგიის თანახმად, 2030 წლისთვის Toyota-ს მიერ წარმოებული ავტომობილების 1/3 ელექტრო უნდა იყოს, თუმცა ბაზრის უახლესი კვლევა და პროგნოზები აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის გლობალური მოთხოვნის თითქმის ნახევარი ელექტრომობილებზე მოვა, შესაბამისად, იაპონური ბრენდი, როგორც გაყიდვების ჩემპიონი, ამისათვის სათანადოდ უნდა იყოს მზად.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.