მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla თანამშრომლებს ხელფასებს უმცირებს

5e8dbc0bacfab
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.20 23:40
1108
მსოფლიოში ცნობილი ელექტრომანქანების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია მათ შვებულებაში გაუშვებს და ხელფასებს შეუმცირებს ივნისის თვემდე, რადგან COVID-19-ი ისევ აფერხებს ქარხნების მუშაობის პროცესს და ამცირებს მოთხოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ელექტრო მანქანების მწარმოებელი კომპანიის დირექტორებს და ვიცე-პრეზიდენტს ხელფასები 20-30%-ით შეუმცირდებათ მიმდინარე კვირიდან, ხოლო სხვა დანარჩენ პოზიციაზე მომუშავე პირებს -10%-ით.

როგორც კომპანია აღნიშნავს, დროებით დაპაუზდება ხელფასის მატებისა და საბონუსე გადახდების სისტემაც. როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ეს ცვლილება ეხება როგორც კომპანიის თანამშრომლებს აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის ოფიაცილური განცხადების მიხედვით, იმ თანამშრომლებს ვისაც არ შეუძლიათ სახლიდან მუშაობა, უხელფასო შვებულებების აღება მოუწევთ და მიიღებენ უმუშევრების შემწეობას.

როგორც გამოცემა წერს, COVID-19-ის პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ისეთ ცნობილ ავტოკონცერნებზე, როგორიც არის Volkswagen, Toyota და Fiat Chrysler–იც.