მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla: თვითმართვადი ავტომობილის მფლობელები ინფორმირებული არიან რისკების შესახებ

60818b60cefc4
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.21 22:00
982
ამერიკული ელექტრომანქანების მწარმოებელი Tesla რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფატალურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თვითმართვადი ავტომობილის ყველა მფლობელი წინასწარ არის ინფორმირებული რისკების შესახებ, რომელიც შეძლება თან ახლდეს ავტომობილის სრულიად ავტომატურ მართვას. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემა წერს, რომ კომპანია ყველა მფლობელს მოუწოდებს ყურადღებით იყოს თვითმართვადი ავტომობილის მართვისას, რადგან რთულ მდგომარეობაში აღმოჩენისას მძღოლს შეუძლია თავად ჩაერთოს ავტომობილის მართვაში დაა გააკონტროლოს მანქანის მანევრირება.

ამასთან, Tesla აცხადებს, რომ კომპანია აგრძელებს თვითმართვადი ავტომობილების განვითარებაზე მუშაობს და მათი წარმოების გაზრდასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ელექტრომანქანების მწარმოებლის, Tesla-ს მიერ შექმნილი ავტომობილი ტეხასში ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 2019 წელს გამოშვებული Tesla Model S მოსახვევში დიდი სიჩქარით შევიდა. დაღუპულებიდან ერთი წინა სავარძელზე, მეორე კი - უკანა სავარძელზე იპოვეს. ორივე 50 წელს გადაცილებული პირია. პოლიცია ამბობს, რომ შემთხვევის დროს მძღოლის სავარძელზე არავინ იჯდა.