მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელია მსოფლიოში - Visualcapitalist

5f95477117170
მარიამ ადამია
26.10.20 09:00
1408
Visualcapitalist-ის შეფასებით, Tesla ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც პანდემიის პერიოდშიც აგრძელებს ახალი სიმაღლეების დაპყრობას და კომპანია, რომელმაც 15 წლის წინ პრობლემებით დაიწყო ოპერირება ბაზარზე, დღეს შემოსავლებით, მოგებითა და წარმოებით ჯობნის ისეთ გიგანტებსაც კი, როგორებიცაა toyota და volkswagen.

თავად Tesla უკვე წლებია სტაბილურად იზრდება და ასეც გაგრძელდებოდა წელს, რომ არა პანდემია და კოვიდის უარყოფითი ეფექტები. თუმცა მაინც მიუხედავად მანქანებზე შემცირებული მოთხოვნისა, ბრენდის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 375%-ით გაიზარდა. როგორც თავად დამფუძნებელი ილონ მასკი ხსნის, 2019 წლის რეკორდული გაყიდვების მაჩვენებლები Tesla მოდელ3-მმა განაპირობა, რის გამოც გასულ წელს იმაზე მეტი მანქანა გაყიდა, ვიდრე წინა ორი წლის განმავლობაში. 

ელექტრონული მანქანების მწარმოებელი ჩინეთში წარმოებულ Model 3s-ის ექსპორტს აზიასა და ევროპაში გეგმავს. Tesla-მ 150,000 Model 3s-ი აწარმოა მიმდინარე წელს შანხაის ქარხანაში. აღსანიშნავია ისიც, რომ Tesla-მ Model 3s-ის წარმოება შანხაის ქარხანაში გასული წლის დეკემბერში დაიწყო და ახლა ემზადებიან ახალი საწარმოს აშშ-ში გასახსნელად. ასევე ახალი საწარმოს გახსნას ბერლინთან ახლოსაც გეგმავენ, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და წინასწარი გათვლებით, 40,000 სამუშაო ადგილს შექმნის.

პარალელურად, ილონ მასკი აცხადებს, რომ კომპანია ძალიან ახლოს არის თვითმართვადი ავტომობილის შექმნასთან. ამ ეტაპზე Tesla-ს ჰყავს მეორე კატეგორიის ავტოპილოტით აღჭურვილი ავტომობილები, რომელიც მოითხოვს მძღოლის მობილიზებას და საჭის მართვას. ილონ მასკი მიზნად ისახავს მეხუთე კატეგორიის თვითმართვადი ავტომობილის შექმნას, რომელიც მთლიანად აღჭურვილი იქნება ავტოპილოტის ფუნქციით.

გარდა ამისა, მასკი ბიუჯეტური ავტომობილის წარმოებასაც იწყებს, რომელსაც ავტობაზარზე სამ წელიწადში წარადგენს და მისი ფასი 25,000 აშშ დოლარი იქნება.

მასკი აცხადებს, რომ ავტომობილის ელემენტებს თავად აწარმოებს, რომელიც 5-ჯერ უფრო მეტი სიმძლავრის იქნება და გარბენი 16%-ით გაიზრდება. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიის მიერ შექმნილ ავტომობილებს შორის ყველაზე იაფი Model 3-ია და მისი ფასი 37 990 აშშ დოლარია.