18.მაისი .2020 18:02

ტესტები, საკარანტინე სივრცეები… - კიდევ რაზე დახარჯავს მთავრობა IBRD-ს 73 მლნ ევროს?

views 368
უკან

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ გამოყოფილი 73,1 მლნ ევროდან 29 მლნ ევრო ჯანდაცვის მიმართულებას მოხმარდება, ხოლო 43,850 მლნ ევრო - სოციალურ ნაწილს.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან კობერიძე დაინტერესდა, აქვს  თუ არა მთავრობას დეტალური გეგმა, რა მიმართულებებზე გადანაწილდება IBRD-ს სესხი.

„განისაზღვრა ორი მიმართულება. ჯანდაცვის მიმართულებით დაიხარჯება 29 მლნ ევრო - კერძოდ, თანხები მიიმართება ინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯებზე, რასაც საავადმყოფო მოითხოვს, ტესტირების ხარჯების დაფინანსებასა და თავდაცვის საშუალებების შესყიდვაზე ანუ თანხა შეიძლება მოხმარდეს, მაგალითად, მედიკოსების აღჭურვილობას და ეს შეიძლება იყოს კომბინიზონები, ნიღბები; თუ რესურსი დარჩა ჯანდაცვისთვის განსაზღვრული თანხიდან, ის მოხმარდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამაში შედის, მაგალითად, სოფლის ექიმების დახმარება, ინფექციურ საავადმყოფოს შეიძლება თავისი შენობა არ ჰქონდეს, მაგრამ სხვა ინფრასტრუქტურით დავეხმაროთ და ა.შ.

მეორე მიმარულება კი, რაზეც IBRD-ის სესხის ნაწილი დაიხარჯება, სოციალურია  - ესაა საკარანტინე სივრცეებში ხარჯების დაფინანსება, უმუშევართა კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში, 65 დან 100 ათას ქულამდე სოციალურად დაუცველთა დახმარება, 16 წლამდე ბავშვები ვისაც ჰყავს, იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა... ჯამში,  სოციალური მიმართულებით 43,850 მლნ ევრო დაიხარჯება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა