მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტესტების მარაგი გვაქვს - ეკატერინე ტიკარაძის პასუხი ვახტანგ კალოიანს

6081674facfc3
ინგა მურუსიძე
22.04.21 16:08
437

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ საქართველოში ამ დროისთვის 400 ათასამდე PCR-ტესტის მარაგია.

ასე ეხმაურება ტიკარაძე ამის შესახებ ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელ ვახტანგ კალოიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “საქართველოში საკმაოდ დეფიციატია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 000 გვაქვს დარჩენილი.

„ეს არის მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ქვეყანაში არის ტესტების საკმარისი რაოდენობა, მათ შორის 400 ათასამდე PCR ტესტი და დამატებით შესყიდვაზე მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. ასევე გვაქვს 100 ათასამდე სწრაფი ტესტი, რის შედეგადაც დღიურად ვახდენთ 25-30 ათასამდე ადამიანის გატესტვას ყოველ დღე. შესყიდვის პროცესი სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დასრულებულია და 27 რიცხვისთვის ქვეყანა ელოდება მილიონ ნახევარ სწრაფ ტესტს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყება დაჩქარებული წესით ტესტებს არ შეიძენს. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რამდენად სანდოა სწრაფი ტესტები, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ბევრ კომპანიას აქვს სურვილი ქვეყანაში უხარისხო სწრაფი ტესტები შემოიტანოს, თუმცა სამინისტრო ამის ნებას არ აძლევს.

„მოსახლეობას ვტესტავთ ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტით, რაც მის სანდოობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ტიკარაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.