მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტესტების სანდოობაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას" - ტიკარაძე კრიტიკას პასუხობს

5ea80b15a1187
ინგა მურუსიძე
28.04.20 14:49
839
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მოხდება  დაფინანსება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უკვე დიდი ხანია აწვდის სწრაფ ტესტებს როგორც კოვიდის, ისე ცხელების ცენტრებს.

„გარკვეული პერიოდია, მას შემდეგ, რაც მოხდა ქსელის გაფართოება, როგორც ცხელების ცენტრებად, ისე კოვიდ ცენტრებად, სახელმწიფო ამარაგებს მათ და აწვდის იმ ტესტებს, რომელიც მიღებულია ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე გავლილია კონსულტაციები NCDC-სთან. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ყოველივეს დაფინანსება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში აგრესიული ტესტირება რეალურად დაწყებულია, რადგან მიზნობრივი ტესტირება არის აგრესიული ტესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელის უკვე ხორციელდება მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროში და ყველა იმ რეგიონში, სადაც დაფიქსირდა დიდი კერა და კლასტერი.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ ყველა კლასტერი დეტალურად და ეს არის აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა, ვინაიდან, როცა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან გავდივართ კონსულტაციებს, მათი მიდგომა არის ისეთი, როგორიც აქვს საქართველოს. ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა გაგრძელდება ისე, როგორიც არის დღეს, რადგან ეს არის ერთადერთი ეფექტური მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო, რომ ეს რიცხვი არის მუმდივად ცვლადი. ჩვენი მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს და შემოგვდის 10-20-30 ათასი ტესტი, ის დაანონსებული რიცხვები, რომლებსაც დღემდე ვახსენებდით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე შემოდის ქვეყანაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.