მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტესტირებების ინდუსტრია - ახალი სექტორი, რომელსაც 150 მილიონზე მეტი შემოსავალი აქვს

61efe0dcf0b87
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.22 20:00
1081
საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა COVID-19-ის დადებითობის 20%-ზე მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება, ასევე რეკორდულია გამოვლენილი დადებითი შემთხვევების (15,700) და ჩატარებული ტესტების (74,200) დღიური რაოდენობა. ტესტირებების რაოდენობით საქართველო წინ უსწრებს რეგიონის ყველა ქვეყანას. Our World in Data-ს თანახმად, 1,000 მოქალაქეზე ყოველდღიურად 13 ტესტი ტარდება, თურქეთში ეს 4.7 ტესტია, რუსეთში 3.7 ტესტი, სომხეთში 1.6 ტესტი, აზერბაიჯანში კი 0.9 ტესტი. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში სულ 12 მილიონზე მეტი ტესტი ჩატარდა.

შედეგად, ქვეყანაში ახალი - ტესტირებების ინდუსტრია გაჩნდა, რომლის წლიური ბრუნვაც 100 მილიონ ლარს აჭარბებს. პანდემიამდე, ანუ 2019 წელს საქართველო წელიწადში 15 მილიონის ღირებულების სხვადასხვა სამედიცინო ტესტს ყიდულობდა, 2020 წელს იმპორტირებული ტესტების ღირებულება გასამმაგდა და 46.3 მილიონი დოლარი გახდა, 2021 წელს კი დამატებით 24%-ით გაიზარდა და 57.5 მილიონ დოლარს მიაღწია. თუკი აქედან კოვიდ ტესტების სეგმენტი 40-45 მილიონი დოლარი იყო, გამოდის რომ მხოლოდ ტესტების იმპორტზე ქვეყანამ 125-140 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო თუკი ტესტირებების სერვისის გაწევა ხდება იმ ფასნამატით რაც ზოგადად სააფთიაქო ქსელებშია (20%-25%) მაშინ მოსახლეობის, მთავრობის და ბიზნესების დანახარჯები ტესტებზე 150-175 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.

2021 წლის განმავლობაში საქართველომ სამედიცინო დანიშნულების ტესტები (სადიაგნოსტიკო რეაგენტები) შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

1) გერმანია - 11.8 მილიონი დოლარი;
2) სამხრეთ კორეა - 10.9 მილიონი დოლარი;
3) ინდოეთი - 10.1 მილიონი დოლარი;
4) ნიდერლანდები - 7.7 მილიონი დოლარი;
5) თურქეთი - 3.9 მილიონი დოლარი.

საქსტატის ვებგვერდზე აღნიშნული სტატისტიკის ნახვა შესაძლებელია სასაქონლო კოდისთვის 382200