მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის

647732ff62eb5
BM.GE
31.05.23 17:00
579
Tether Operations Limited (Tether), კომპანია, რომელიც ოპერირებს ბლოკჩეინით მხარდაჭერილი პლატფორმით tether.to, საქართველოსა და რეგიონში გაფართოებას, ქართულ ფინტეკ-სტარტაპ CityPay.io-ში ინვეტირებით იწყებს. CityPay.io კრიპტო გადახდების სისტემაა, რომელიც უკვე 600-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ კრიპტო გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მეორეს მხრივ კი კრიპტო გადამხდელებს ყოველდღიურ ცხოვრებაში კრიპტოვალუტის გამოყენების საშუალებას აძლევს ისეთი ადგილებში, როგორიცაა სუპერმარკეტები, სასტუმროები, რესტორნები თუ სხვა.

Საქართველოში კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში მკვეთრად იზრდება, მათ შორის კრიპტო გადახდებზე. Როგორც კრიპტო-მეგობრულად აღიარებულ ქვეყანაში, Საქართველოს მოსახლეობის 2.89% ფლობს კრიპტოვალუტას გარკვეული ფორმით. 2022 წლის ივლისის Forex-ის კვლევის მიხედვით კი საქართველო მეოთხე ადგილზეა კრიპტო - მიმღებლობის ინდიკატორით.

CityPay.io მომხმარებლებს კრიპტო გადახდის გამოცდილებას სთავაზობს ისეთ საერთშორისო კომპანიებში, როგორიცაა Wendy's, Radisson Hotels და სხვა. CityPay.io-ში ინვესტირებით, Tether მიზნად ისახავს საქართველოში გადახდის ინდუსტრიაში მეტი ეფექტურობისა და მოქნილობის დანერგვას.

Tether არის პირველი სტაბილური კრიპტოვალუტა, რომელიც ინვესტირებას ახდენს CityPay.io-ში, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი გადახდების სექტორისთვის. ეს ინვესტიცია საშუალებას მისცემს CityPay.io-ს გააფართოოს თავისი საოპერაციო მიმართულება და გააუმჯობესოს მომსახურების სტანდარტები, რაც საბოლოოდ სარგებელს მოუტანს მომხმარებლებს საქართველოსა და CIS რეგიონში.

„მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ CityPay.io-სთან, რათა მეტი ინოვაცია და ეფექტიანობა შემოვიტანოთ გადახდის ინდუსტრიაში საქართველოში“, - თქვა პაოლო არდოინომ, Tether-ის ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა. "Tether მზად არის მხარი დაუჭიროს კომპანიებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი ფინანსური სისტემის შექმნის შესახებ. CityPay.io-ში ინვესტირება ამ მიზნის მისააღწევად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„მოხარულები ვართ, რომ Tether-თან ჩვენი პარტნიორობა შედგა“, - თქვა ერალფ ჰატიპოღლუმ, CityPay.io-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. "ეს ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ კომპანიის ზრდა, რათა მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ ჩვენი სერვისები, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოუთმენლად ველით Tether-თან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას, რაც დაგვეხმარება გადახდის ინდუსტრიაში ინოვაციებისა და სიახლეების დანერგვაში."

Tether-ის ინვესტიცია CityPay.io-ში არის პირველი ნაბიჯი კომპანიის საქართველოს ბაზარზე წარდგენის. Tether მზად არის მხარი დაუჭიროს გადახდების ინდუსტრიის განვითარებას ქვეყანაში, გარდა ამისა გამოაცხადოს სხვადასხვა ინიციატივები მომავალი პროექტების შესახებ.



Tether (USD₮) შესახებ

Tether არის გამორჩეული, სტაბილური კრიპტოვალუტა და პიონერი კომპანია ფინანსური თავისუფლებისა და ინოვაციების კუთხით. 2014 წლის ოქტომბერში შექმნილი სტაბილკოინი Tether USD₮ გახდა ვაჭრობისას ყველაზე ფართოდ გამოყენებადი კრიპტოვალუტა, რითაც გადააჭარბა მისი ყველა კონკურენტის მონაცემს ერთად. Tether თავის მხრივ არღვევს დამკვიდრებულ ფინანსურ სისტემებს და მომხმარებლებს ფულისადმი ინოვაციურ, თანამედროვე მიდგომებს სთავაზობს.

ფიატთან გათანაბრებული ციფრული ფულის შეთავაზებით, Tether-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისეთი ეკოსისტემების განვითარებაში, როგორიცაა Bitcoin, Ethereum, EOS, Kusama, Liquid, Near, Polkadot, Polygon, Tron, Tezos, და Algorand blockchains, ასევე სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა Avalanche.

Tether აერთიანებს ციფრული ვალუტის ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა სწრაფი გლობალური ტრანზაქციების განხორციელება, სტაბილური ფასით, ტრადიციული ვალუტის მსგავსად. Tether თავისი გამჭვირვალობითა და მოქნილობით არის სწრაფი და იაფი გზა ფულადი ტრანზაქციებისთვის.

CityPay.io შესახებ

CityPay.io არის წამყვანი კრიპტო გადახდების სისტემა რეგიონში, რომელიც შექმნილია იმ იდეით, რომ კრიპტოვალუტა მეტად გამოყენებადი გახდეს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. კომპანია წარმატებით ნერგავს და ახორციელებს გადახდის საშუალებებს ასობით კომპანიაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. კომპანია ეხმარება ბიზნესს მიიღოს კრიპტოვალუტა, როგორც გადახდის მეთოდი, გადახდის სხვადასხვა არხების გამოყენებით, როგორიცაა API ინტეგრაცია ონლაინ ბიზნესისთვის, კრიპტო POS ტერმინალები ფიზიკური ლოკაციებისთვის, ელექტრონული ფოსტით შეკვეთა და ა.შ.

CityPay.io-ს საშუალებით გადახდის პროცესი ძალიან მარტივი და სწრაფია, რაც ნიშნავს საერთაშორისო ტრანზაქციების მიღებას რამოდენიმე წამში. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაასკანერებს სისტემის მიერ ავტომატურად გენერირებულ გადახდის QR კოდს, ის დაუყონებლივ მიიღებს სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურებას გადახდის ქვითართან ერთად.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: USDt.CityPay.io


(
რ)