მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრ კუნძულზე ვულკანს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა - ტურისტები ვულკანის კრატერზე იმყოფებოდნენ

5dee902ab70d9
BM.GE
10.12.19 00:10
1797
ახალ ზელანდიაში თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევას სულ მცირე ხუთი ადამიანი შეეწირა. დაუსახლებელ კუნძულზე ვულკანის გააქტიურების დროს დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. 23-ის ევაკუაცია განხორციელდა. მათ მრავლობითი დამწვრობა აღენიშნებათ.

ახალი ზელანდიის პოლიციაში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, უკვე ყველა იმ ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ვინც შეიძლებოდა ვულკანს გადარჩენოდა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღარავინ იქნება ცოცხალი ამჟამად კუნძულზე“, - განაცხადეს პოლიციაში. 

„ბიბისის“ ცნობით, ტურისტები ვულკანის კრატერზე იმყოფებოდნენ მანამ, ვიდრე მან ამოფრქვევა დაიწყო.

თეთრი კუნძული ახალ ზელანდიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კუნძულს, რომელიც კერძო საკუთრებაშია, ტურისტები ხშირად სტუმრობენ. არის დღიური ტურები და სპეციალური ავიატურებიც.