მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრი სახლი: სოციალურ დისტანცირებას დადებითი ეფექტი აქვს

5e8c58c98bd19
ნათია თაქთაქიშვილი
07.04.20 22:40
1185
როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, შესაბამისი ორგანოების დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ სოციალურ დისტანცირებას დადებითი ეფექტი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რთული კვირის მიუხედავად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შენელებულია.

„ჩვენ აღსანიშნავი პროგრესი გვაქვს ვაშინგტონსა და კალიფორნიაში, სადაც ინფიცირების შემთხვევები შენელებულია“, – განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.

როგორც ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, სოციალური დისტანცირების შედეგად, თავად მოსახლეობა ახდენს კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის შემცირებას.